დამოუკიდებელი გაზეთი „P.S.” („პოსტსკრიპტუმი“) არის ერთ-ერთი წარმატებული დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთი. დაარსდა 1995 წელს ქუთაისში. დღემდე მისი მთავარი რედაქტორია ნატო (გულიზა) გუბელაძე.
გაზეთი გამოდის ყოველ ორშაბათს.
გაზეთი არის პრესის რესპუბლიკური ფესტივალის „ოქროს კალმის“ ლაურეატი და საქართველოს საუკეთესო რეგიონული გაზეთის ტიტულის მფლობელი.
ყოველკვირეულად გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ ობიექტურად, მიუკერ ძოებლად აწვდის მკითხველს უმთავრესი საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოვლენების ანალიზს, სთავაზობს ოპერატიულ ინფორმაციას, ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, აღწერს კულტურის, განათლების, სპორტის, შოუბიზნესის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, წარმოაჩენს საინტერესო ადამიანებს. გაზეთი ცდილობს, არ ჩამორჩეს თანამედროვე დიზაინის სიახლეებს.
გა ზეთ „P.S.”-ის („პოსტსკრიპტუმის“) რუბრიკები, თემები და დიზაინი წლების მან ძილზე იცვლება და იხვეწება.
მკითხველის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს რუბრიკები: „ხალხი და ხელისუფლება“, „პოლიტიკა“, „ჩვენს გარშემო“, „ქუთაისიც ქალაქია...“, „სულიერება“, „ჩვენი ენა ქართული“, „რარიტეტები“, „ჩინოვნიკები უჰალსტუხოდ“, „აქ ცენტი“, „კულტურა“, „განათლება“, „ეკოლოგია“, „შოუბიზნესი“, „გოგონები და ბიჭები“, „სიტყვას ითხოვს მკითხველი“ და სხვ. ასე ვე სპეციალური გვერდები და ჩანართები, რომლებიც ეძღვნება გენდერულ და სოციალურ თემებს, ეკონომიკას, ტრეფიკინგს, არჩევნებს, დემოკრატიულ მშენებლობას, სხვა დასხვა საზოგა დოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს.
მკითხველ თან და საახლოებლად რედაქცია სისტემატურად აწყობს შეხვედრებს, გამოკითხვებს, შემოქმედებით კონკურსებს, სახალისო ვიქტორინებს, საქველმოქმედო აქციებს.
გაზეთმა „P.S.”-მა („პოსტსკრიპტუმმა“), საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, არაერთი სერიოზული პროექტი განახორციელა რეგიონში.
|