|
პირველადი ჯანდაცვის ცენტრი
|
|
გენეზისი პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მისამართი: თბილისი, ზუგდიდის ქ. 3. ბინა 85-86 ტელეფონი: +995 32 35 63 57 ; +995 33 35 30 97 ფაქსი: +995 32 94 31 48 ელ-ფოსტა: genesis@genesis.ge ვებ-გვერდი: http://www.genesis.ge
|
|
ტიპი:
|
პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი
|
|
მისამართი:
|
ზუგდიდის ქ. 3
|
|
უბანი:
|
დიდუბე
|
|
ტელეფონი:
|
34 89 51; 35 63 57; 35 30 97; 91 19 22
|
|
ღიაა:
|
ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 - 18:00, შაბათს 10:00 - 14:00
|
|
დამატებითი ინფორმაცია:
|
აისი ჯგუფში დაზღვეულთათვის ფასდაკლების სისტემა
|
ორგანიზაციის შესახებ
ასოციაცია "გენეზისი" დაფუძნდა 1995 წლის 29 ნოემბერს, თბილისში.
ასოციაცია "გენეზისი"-ს ძირითადი მისიაა მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რასაც ორგანიზაცია ახორციელებს ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ახალი ტიპის ჯანდაცვითი ცენტრების შექმნით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ცნობიერების დამკვიდრებისა და მოსახლეობის თანამონაწილეობის გზით.
ასოციაცია "გენეზისი" სამედიცინო მომსახურების პირდაპირი მიმწოდებელია. 2000 წლიდან, ასოციაციას შვეიცარული, გერმანული და ჰოლანდიური დონორების მიერ მოწოდებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებით აწყობილი აქვს და მართავს სამ პირველადი ჯანდაცვის ცენტრს:
- ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში - ზუგდიდის ქუჩა #3; ტელ: +995 32 35 63 57 , ტელ/ფაქსი +995 32 94 31 48 ; საკონტაქტო პირი: მერი ჩანჩიბაძე, კლინიკური კოორდინატორი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონში, სოფელი ორთაბათუმი – პჯც; ტელ: +995 99 24 35 28 ; საკონტაქტო პირი: ხათუნა ფაღავა, ცენტრის კოორდინატორი;
- ლაგოდეხის რაიონში, სოფელი თამარიანი – პჯც; ტელ: +995 99 15 38 87 ; საკონტაქტო პირი: ირინა მამამთავრიშვილი, ცენტრის კოორდინატორი.
ასოციაცია "გენეზისი" უფასოდ ეხმარება ქუჩის ბავშვებს და ობლებს.
მომსახურეობა
ასოციაცია "გენეზისი"-ს პირველადი ჯანდაცვის ცენტრები გთავაზობთ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებას:
- ოჯახის ექიმის, თერაპევტის კონსულტაცია; - პედიატრის კონსულტაცია; - გინეკოლოგის კონსულტაცია, ამბულატორიული და გინეკოლოგიური პროცედურები და ოპერაციები; - ქირურგის კონსულტაცია, ამბულატორიულ ქირურგიული მანიპულაციები და ოპერაციები (თბილისის და თამარიანის ცენტრებში) - სარეაბილიტაციო სამსახური (ორთაბათუმის ცენტრი); - სამკურნალო მასაჟი (თბილისის და ორთაბათუმის ცენტრებში); - ფიზიოთერაპიული მკურნალობა (ორთაბათუმის ცენტრი);
კლინიკა "გენეზისი"-ს დღის სტაციონარები კომფორტულ და ზედმიწევნით ჰიგიენურ პირობებში დღის განმავლობაში უზრუნველვყოფს გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო დახმარებას.
კლინიკა "გენეზისი" აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული ბაზით. თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ: - შინაგანი ორგანიების ექოსკოპიური გამოკვლევა; - ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ); - ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი;
კლინიკა "გენეზისი" უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას ბინაზე: - ყველა სახის სამედიცინო კონსულტაციას; - ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მკურნალობას; - საექთნო სამსახურს; - ელექტროკარდიოგრაფიას; - ლაბორატორიულ გამოკვლევებს; - სახლში მოვლის სამსახურს (ხელვაჩაურის რაიონისათის)
|