მათთვის, ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვართ...
სიახლე ქუთაისში!
გამომცემლობა “P.S.“– მა („პოსტსკრიპტუმმა“) ქუთაისის სავაჭრო ცენტრ „პოპულში“ წიგნების მაღაზია „ქიმერიონი“ გახსნა.
აქ შეგიძლიათ, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე შეიძინოთ და გამოიწეროთ ქართული თუ უცხოური ლიტერატურა, კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები, მაღალპოლოგრაფიულ დონეზე გამოცემული საბავშვო, სასკოლო თუ სამეცნიერო ხასიათის წიგნები, ლექსიკონები, ჟურნალ–გაზეთები...
წიგნის მაღაზია „ქიმერიონში“ ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი, საუკეთესო მომსახურება და ხელმისაწვდომი ფასებია.
გამომცემლობა „პოსტსკრიპტუმისა“ და წიგნების მაღაზია „ქიმერიონი“–ს მთავარი მიზანია, შემოიკრიბოს ლიტერატურისა და წიგნის მოყვალული ძველი და ახალი თაობა, ჩამოაყალიბოს წიგნის მეგობართა კლუბები სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, აღადგინოს ქუთაისში ლიტერატურული სალონური შეკრებებისა და წიგნების კითხვის მივიწყებული ტრადიცია.
სიტყვა „ქიმერიონი“ ხომ ქართულ საზოგადოებაში ყველასათვის საყვარელ კლასიკოს მწერლებს, ცისფერყანწელებს : გალაკტიონს, ტიციანს , პაოლოს, კოლაუს და მათ თაობას უკავშირდება. თავის დროზე ქუთაისში მათი შეკრების ყველაზე საყვარელი ადგილიც
ლიტერატურული კაფე „ქიმერიონი“ იყო.
სწორედ ამიტომ წიგნების მაღაზია „ქიმერიონი“ და გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ პერიოდულად უმასპინძლებს ცნობილ თუ დამწყებ მწერლებსა და პოეტებს, უბრალოდ, ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს და ულამაზეს შემოქმედებით წუთებს აჩუქებს მათ მოსასმენად მოსულ საზოგადოებას.
მაშ ასე, დაუმეგობრდით ახალგახსნილ წიგნების მაღაზია „ქიმერიონს“ „პოპულში“ და გურამ დოჩანაშვილის თქმისა არ იყოს, გარწმუნებთ, რომ ლიტერატურის მოყვარულებს „წინ დიდი ბედნიერება გელოდებათ!“
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
899 10 77 94; 890 927 927.