PSnews >> ავტორები >> ნანა კუკულავა >>  მომავლის პოლიტიკოსი რეკლამა საიტზე და გაზეთში | არქივი
PSnews Google
მთავარი გვერდი | ახალი ამბები | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სამართალი | ჟურნალისტური გამოძიება | კონფლიქტი | ჟურნალისტის დღიური
ინტერვიუ | რეგიონი | განათლება | მედიცინა | კულტურა | პორტრეტი | სპორტი | პრესის მიმოხილვა | უცხოეთი | გენდერი | იუმორი
24 მაისი 2013 წელი ავტორები | ჩვენს შესახებ | რეგისტრაცია
ტექსტის ზომა
მომავლის პოლიტიკოსი

ევროსაბჭოს პროექტი „გაერთიანება მშვიდობისთვის“ ამიერკავკასიის სკოლებში დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. მასში საქართველოს 20-მდე სკოლა მონაწილეობს. მათ შორის იმერეთიდან მხოლოდ სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლა იყო. სწორედ ამ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლანა ქობულაძე პროექტის გამარჯვებულად გამოვლინდა.

პროექტი განხორციელდა და მხარდაჭერილ იქნა ევროსაბჭოს, გერმანიის კონრად ადენაუერის ფონდის, ჰოლანდიის ედუარდო ფრაის ფონდის და პოლიტიკური სწავლების სკოლების მხარდაჭერით, იგი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონებსა და უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას.

„ნამდვილად არ ველოდი, ამხელა წარმატებას თუ მივაღწევდი, - გულწრფელად გვითხრა ლანა ქობულაძემ, - ძლიერი კონკურენტები მყავდა, თუმცა, ვფიქრობ, მეც დიდი კონკურენცია გავუწიე. ბრიუსელში 2 მაისს უნდა წავიდე, ძალიან ამაღლებული განწყობა მაქვს. ეს არა მხოლოდ ჩემი წარმატება, არამედ სკოლის, სამტრედიის, იმერეთის და მთელი საქართველოს სახელია. ამ პროექტში მონაწილეობით ბავშვებს საკუთარ თავზე უნდა გამოგვეცადა, თუ როგორ მოქმედებს დემოკრატია ჩვენს ირგვლივ“.

ნინო მიქელაძე,  დირექტორი:   „ლანა არის ძალიან წარმატებული და ჭკვიანი გოგო. ის არა მხოლოდ ამ პროექტში, არამედ ორგზის ეროვნულ ოლიმპიადაშიც გამარჯვებულია და ჩვენი სკოლა არაერთხელ უსახელებია. პროექტის მიზანია დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, საქართველოდან სულ ხუთი მოსწავლე შეირჩა. ძალიან გახარებული ვარ, რომ ლანამ ჩვენი სკოლა კიდევ ერთხელ ასახელა.“

 

ნანა კუკულავა
 
© 1995 - 2009 შპს P.S. („Hacked By w00w00 GODRIK Paranoic“) | +995 431 244546 +995 99 107794 | psnews27@gmail.com