PSnews >> ავტორები >> ნანა კუკულავა >>  სადგურის მდგმური რეკლამა საიტზე და გაზეთში | არქივი
PSnews Google
მთავარი გვერდი | ახალი ამბები | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სამართალი | ჟურნალისტური გამოძიება | კონფლიქტი | ჟურნალისტის დღიური
ინტერვიუ | რეგიონი | განათლება | მედიცინა | კულტურა | პორტრეტი | სპორტი | პრესის მიმოხილვა | უცხოეთი | გენდერი | იუმორი
19 ივნისი 2013 წელი ავტორები | ჩვენს შესახებ | რეგისტრაცია
ტექსტის ზომა
სადგურის მდგმური

წლებია, რაც სამტრედიის რკინიგზის სადგური თამარის თავშესაფარი გახდა. დღისით მზესუმზირისა და სიგარეტების გაყიდვით ირჩენს თავს, ღამით კი სადგურის ფოიეში, მოსაცდელ სკამზე სძინავს.

როგორც ამბობს, სახლი აქვს, მაგრამ იქ მისვლის სურვილი დიდი ხანია დაეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სუსხი ძალიან აწუხებს და ჯანმრთელობასაც უჩივის. შინ დაბრუნებაზე მაინც უარს ამბობს.

- „მომიძულეს და რატომ შევეხვეწები, დამაბრუნეთ ჩემს სახლშიო. ვისაც არ უნდა ჩემი არსებობის აღიარება, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. ზამთარი ერთ შავ კურტკასა და ჩუსტებში გავატარე. სიცივე და ყინვა ჩემთვის უცხო არ არის.  გაიხედე ერთი, რა ლამაზი ჩაცმულები არიან. მე სამადლოდ თუ მომცემენ ტანსაცმელს, თვარა ისე რის მყიდველი ვარ. 8 საათზე მეწყება სამუშაო. ზოგჯერ, მატარებელი რომ შემოდის, „ბულკებსაც“ დავატარებ, ფეხში წყალიც შემდის, მცივა, ნასკიც კი არ მაქვს. დღეში 5-6 ლარამდე ძლივს ვაგროვებ ფულს. აქ ნაცნობები ბევრი მყავს. ზოგჯერ, მადლიანებს ვეცოდები და მათთან მივდივარ, მაგრამ უმეტესად მაინც სადგურის ბინადარი ვარ. ჩემი ამბავის დაწერა რად გინდა. მე არც ფული მაქვს, არც მანქანა მყავს, არც შვილი და არც ქმარი. რომ მოვკვდე, და ეს დღეც დადგება, ცრემლიც არავის გადმოუვარდება. არადა, გადასარევი მოსწავლე ვიყავი. დღეს კი ვწანწალებ და ვიყინები. არც არავის ვენატრები, არც არავინ ნაღვლობს ჩემზე. ზოგჯერ ჩემი მშობლების საფლავზეც მივდივარ. მათ ვუყვები ჩემი ტანჯული ცხოვრების ამბავს. ხან ქუთაისში ვარ, ხან - სხვა რაიონებში. ყველაფერთან ერთად ჩემი ქალაქიც არ მაქვს. რამდენიმე დღეა, არც ავტოსადგურში და არც რკინიგზის სადგურში აღარ მივსულვარ. ნათესავი შემპირდა, ჩემთან გადაგიყვან საცხოვრებლადო. კი ვაპირებ მასთან გადასვლას. დახმარებით ჯერ არავინ დამხმარებია და აწი რა იქნება, არ ვიცი.“

ასე ცრემლმორეული დაგვემშვიდობა ჭაღარათმიანი და წელში მოხრილი  ქალი, რომელსაც ნაცნობები, უბრალოდ თამარას ეძახიან. ზოგი აბუჩად იგდებს და ზოგსაც, უბრალოდ, ეცოდება.

 

ნანა კუკულავა
 
© 1995 - 2009 შპს P.S. („Hacked By w00w00 GODRIK Paranoic“) | +995 431 244546 +995 99 107794 | psnews27@gmail.com